ოსტეოპათია

ოსტეოპათია არის მანუალური მედიცინის დარგი, რომელიც ორგანიმს აღიქვამს ჰოლისტიკურად ( როგორც ერთ მთლიან სისტემას). ის იყოფა სამ ძირითად მიმართულებად, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ოსტეოპათია თბილისში

1. სტრუქტურალური ოსტეოპათია (Structural Osteopathy) ძვალ- სახსროვანი და კუნთურ- მყესოვანი- ფასციალურ სისტემაზე ზემოქმედებს. ამ შემთხვევაში გამოიყენება მობილიზაციური( მოძრაობით), გაწელვითი- ტრაქციული, მოთელვითი და სხვადასხვა მასაჟის ელემენტები.
ეს არის სხეულის „ჩონჩხთან“,"კარკასთან მუშაობა. ის ორგანიზმს განიხილავს როგორც ბერკეტების, ბლოკებისა და საყრდენების სისტემას.

არსი:თუ კარკასი „გადახრილია“, კუნთები იძულებულია იმუშაონ გადაძაბვის რეჟიმში, რათა სხეული ვერტიკალურ მდგომარეობაში შეინარჩუნონ.

მიზანი: სხეულის სწორი გეომეტრიის (პოზის) აღდგენა, ფუნქციური ბლოკების მოხსნა და სახსრებისთვის ბუნებრივი მოძრაობის დიაპაზონის დაბრუნება.

მაგალითი: თუ ადამიანი მუდმივად მოხრილი ზის, გულმკერდის არეში მალების მოძრაობა იზღუდება. სტრუქტურული ოსტეოპათია ამ შემთხვევაში მუშაობს იმ მიმართულებით,რომ მოხსნას შეზღუდვა და ე.წ."ბლოკები "და აღადგინოს გულმკერდის ჩონჩხის მობილურობა.

2. ვისცერალური ოსტეოპათია (Visceral Osteopathy) სხეულის ღრუებში არსებულ შინაგან ორგანოებზე ზემოქმედებს

არსი: ორგანოები ფასციებით (შემაერთებელი ქსოვილით) მიმაგრებულია ხერხემალსა და მენჯის ძვლებზე. მათ აქვთ საკუთარი მოძრაობა— სუნთქვის, შეკუმშვის და მონელების პროცესში ისინი მუდმივად იცვლიან ფორმასა და მდებარეობას.

ოსტეოპათი მუცლისა და გულმკერდის მიდამოზე ფაქიზი შეხებით ზემოქმედებს შინაგან ორგანოებზე.ექიმი „უსმენს“ ორგანოს რიტმს (მის მიკრომოძრაობას) და ეხმარება მას მოდუნებაში.

მიზანი: იმ შეხორცებებისა და დაძაბულობების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის ორგანოს ნორმალურ მუშაობას და ზემოქმედებს ძვლოვან სტრუქტურებზე.

მაგალითი: ნაწლავების ანთების ან სპაზმის დროს, ორგანო შეიძლება „მიეწებოს“ მუცლის უკანა კედელს, რაც წელის არეში ტკივილს იწვევს. ვისცერალური ოსტეოპათი მუცელზე მუშაობით ხსნის ამ დაძაბულობას და წელიც „ეშვება“.

3. კრანიოსაკრალური ოსტეოპათია (Craniosacral Osteopathy) ეს არის მუშაობა თავის და სახის ქალასთან „ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და რიტმებთან“.

არსი: თავის ქალა (კრანიუმი) და კუდუსუნი (საკრუმი) დაკავშირებულია თავის ტვინის მაგარი გარსით, რომელიც მთელი ხერხემლის არხს გასდევს. შიგნით მოძრაობს თავ-ზურგტვინის სითხე, რომელსაც აქვს საკუთარი პულსაცია (ეს არ არის პირდაპირ დამოკიდებული გულისცემაზე ან სუნთქვაზე).
ოსტეოპათი ზემოქმედებს ძალიან ნაზი , თითქმის შეუმჩნეველი შეხებით თავის ქალას ძვლებსა და კუდუსუნზე . ექიმი „უსმენს“ ე.წ. კრანიოსაკრალურ რიტმს.

მიზანი: თავის ქალას ძვლებსა და ტვინის გარსებში არსებული დაძაბულობის მოხსნა. ეს ნერვულ სისტემას აძლევს მძლავრ იმპულსს ღრმა აღდგენისთვის.

მაგალითი: ძლიერი სტრესის ან თავის ტრავმის შემდეგ თავის ქალას ძვლები შესაძლოა ნაკლებად მოძრავი გახდეს, რაც ხშირად ვლინდება თავის ტკივილით, უძილობით ან ქრონიკული დაღლილობით. კრანიოსაკრალური ოსტეოპათი ეხმარება თავის ქალას „სუნთქვის“ აღდგენაში.