სამედიცინო რეაბილიტაცია

სამედიცინო რეაბილიტაცია

პროცესი, რომელიც მიმართულია ორგანიზმის ფუნქციონალური შესაძლებლობების აღდგენასა და კომპენსაციაზე სამედიცინო მეთოდებით. სამედიცინო რეაბილიტაციის მთავარი მიზანია არ განვითარდეს ინვალიდობა, განხორციელდეს დაკარგული ფუნქციების აღდგენა, რათა პაციენტი დაუბრუნდეს სოციალურ ინტეგრაციასა და დამოუკიდებელ ყოფას.

რეაბილიტაცია ეს მხოლოდ მედიცინა არ არის

რეაბილიტაცია ეს მხოლოდ მედიცინა არ არის. იმისათვის, რომ ადამიანი დაუბრუნდეს მისთვის სრულყოფილ ცხოვრებას, ხორციელდება მთელი რიგი რეაბილიტაციური ეტაპები. ყველა პაციენტისთვის იქმნება ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამები. განისაზღვრება მათი ფუნქციონალური დარღვევები, რომლებიც ზღუდავენ მათ მოქმედებებს.

რეაბილიტაციის ეტაპები:

1. ფსიქოდიაგნოსტიკა და ფსიქოკორექცია;

2. რეაბილიტაციის ფიზიკური მეთოდები - ფიზიოთერაპია, მასაჟი, ბალნეოთერაპია;

3. მედიკამენტოზური მკურნალობა.