მაგნიტოთერაპია

მაგნიტოთერაპია

ეს არის ფიზიოთერაპიული პროცედურა მაგნიტური ველის მოქმედებით, არსებობს: მუდმივი, ცვალებადი, ბრუნვადი,პულსირებული და იმპულსური მაგნიტური ველი. მრავალი კლინიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბიოლოგიური ქსოვილები ყველაზე ეფექტურად რეაგირებენ მაგნიტურ იმპულსურ ველზე. 

პროცედურის არსია ქსოვილებში ბიოაქტიური მოლეკულების სტიმულაცია და მათი მოქმედების ეფექტურობის გაზრდა იმპულსური მაგნიტური ველების დახმარებით.

აპარატ ალმაგ-02.2-ის მიერ გენერირებული იმპულსური მაგნიტური ველის კლინიკური ეფექტები: 

1. ტკივილგამაყუჩებელი
2. ანთების საწინააღმდეგო
3. სედაციური
4. ჰიპოტენზიური
5. დესენსიბილიზაცია
6. შეშუპების საწინააღმდეგო
7. ტროფო და იმუნო მასტიმულირებელი
8. მიკროცირკულაციისა და ლიმფის დენადობის სტიმულაცია
9. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სტიმულაცია

მაგნიტოთერაპიის განსაკუთრებული ეფექტი:

1. თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
2. ინსულტის შემდგომი სწრაფი რეაბილიტაცია
3. დაზიანებული ნერვ-კუნთოვანი ქსოვილების აღდგენა
4. ხერხემლისა და სახსრების არეში ტკივილის ინტენსივობის კუპირება, რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება
5. სისხლის რეოლოგიის გაუმჯობესება
6. ქსოვილების კვების გაუმჯობესება
7. იმუნური სისტემის გაძლიერება
8. კოლაგენის სტიმულაცია

მაგნიტოთერაპიის ჩვენებები:

1. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები: ტვინში სისხლძარღვთა განმავლობის დარღვევა,. შაკიკი . ტრანზიტორული იშემიური შეტევები. დისცირკულატორული ენცეფალოპათია. იშემიური ინსულტი.
2. ნევროლოგიური დაავადებები: დისკოგენური რადიკულოპათია. გვირაბის სინდრომი. ნერვული დაბოლოებების ტრავმული დაზიანება. დიაბეტური პოლინეიროპათია. სხვადასხვა ნევრალგიები. ვერტებრალური მიელოპათიის სინდრომი. ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი. 
3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: ნეიროცირკულატორული დისტონია ჰიპერტონული გამოვლინებით. ჰიპერტონული დავაადება 2-3 ხარისხი. გულის იშემიური დაავადება 1-2 ხარისხი. აორტაზე შუნტირების შემდგომი პერიოდი.
პერიფერიულ სისხლძარღვთა მააბლეტირებელი ათეროსკლეროზი. ქრონიკული ვენური უკმარისობა ლიმფოსტაზები. დიაბეტური ანგიონეიროპათია.
4. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული და მწვავე დაავადებები: ართრიტი. ართროზი. კოქსართროზი. პოდაგრული ართრიტი. რევმატოიდული ართრიტი. მხარ-ბეჭის პერიართრიტი. ქრონიკული ოსტეომიელიტი.
5. კიდურების ტრავმული დაზიანებები: მოტეხილობა. ღრძობა. მყეს-იოგოვანი სისტემის დაზიანება. კუნთოვანი დაზიანება და ა.შ.
6. სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები: ბრონქული ასთმა. ბაქტერიალურ-ვირუსული პნევმონია. ექსუდაციური პლევრიტი. პოსტკოვიდური ნარჩენითი მოვლენების რეაბილიტაცია.
7. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები: გასტრიტი. დუოდენიტი. რეფლუქს-ეზოფაგიტი. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. სხვადასხვა გენეზის ჰეპატიტები. ქოლიცისტიტი. ნაღვლ-სადინარების
დისკინეზია. ქრონიკული პანკრეატიტი. ოპერირებული კუჭის სინდრომი. პოსტქოლიცისტექტომიის სინდრომი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვ.
8. ოტოლარინგოლოგიური დაავადებები: სინუსიტი. ფრონტიტი. ქრონიკული და მწვავე ევსტაქეიტი. ქრონიკული ლარინგიტი. ნეირო-სენსორული სმენის დაქვეითება.
9. კანის სხვადასხვა დაავადებები: ტროფიკული წყლული, დამწვრობა, ძნელად შეხორცებადი ჭრილობები.
10. როგორც დამხმარე საშუალება ონკოლოგიურ ავადმყოფებში, ჩატარებული მკურნალობის შემდგომ რეციდივის თავიდან ასაცილებლად (მეტასტაზების გავრცელების აღმოფხვა).
11. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
12. ძილის დარღვევა.

მაგნიტოთერაპიის უკუჩვენებები:

1. ორსულობა
2. ჰემოფილია
3. კარდიოსტიმულატორების არსებობა
4. ინფექციური დაავადებები
5. ფსიქიკური დარღვევები
6. ჰიპოტონია
7. სიმსივნური წარმონაქმნები
8. გულის უკმარისობა
9. ანევრიზმა