დაარსების დღიდან კლინიკა „ჰარმონია“-ში მიმდინარეობს ფუნქციონალური კომპიუტერული დიაგნოსტიკა „ნაკატანის“ მეთოდით. ორგანიზმი წარმოადგენს ერთიან ურთიერთშეთანხმებულ სისტემას. არსებული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა, რომ ადამიანი გამოვიკვლიოთ 3 დონეზე: ფიზიკურ, ფსიქოემოციურ და მენტალურ დონეზე. დაავადებათა განვითარება იწყება სხვადასხვა დონიდან. თუმცა, ბევრი ფუნქციონალური დარღვევის მიზეზი ფსიქოემოციური წონასწორობის დარღვევაში მდგომარეობს.
ნაკატანის მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია დაავადების მიზეზშედეგობრივი კავშირების გარკვევა და შესაბამისად, პაციენტს ენიშნება ინდივიდუალური სამკურნალო კურსი. მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, რომ ერთდროულად შეფასდეს ყველა ორგანოს და სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა და მაღალი სიზუსტით დადგინდეს - დარღვევები ფუქციონალური ხასიათისაა თუ ორგანულია. ასევე, გვაძლევს კორექტულ მიმართულებას შემდგომი სადიაგნოსტიკო ღონისძიებების ჩასატარებლად.
ფუნქციონალური დიაგნოსტიკა ნაკატანის მეთოდით წარმოადგენს პროფილაქტიკური დიაგნოსტიკის უნივერსალურ მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა ნაადრევად გამოვლინდეს ფარული დაავადებები, ან განწყობა გარკვეული დაავადებებისადმი, რაც საშუალებას იძლევა, დროულად ჩავატაროთ პროფილაქტიკური მკურნალობა სერიოზული გართულებების თავიდან აცილების მიზნით.
გამოკვლევის მეთოდი არაინვაზიურია, არ ახდენს არანაირ უარყოფითი ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე. გამოკვლევით მიღებული ინფორმაციის სანდოობა შეადგენს 95%-ს.