აღნიშნული ტექნიკა გულისხმობს მთლიანი სხეულის დამუშავებას. პროცედურის მსვლელობისას სპეციალისტი რიგრიგობით ამასაჟებს კისერ-საყელოს ზონას, ზურგის, ხელების, დუნდულების, ფეხების, მუცლის არეს. მასაჟისტის ხელების მოძრაობის თანმიმდევრობა ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ლიმფის დინებას, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ თერაპიულ ეფექტს. სპეციალისტის ხელებით ხორციელდებს ზემოქმედება, რომელიც ასტიმულირებს არა მხოლოდ რეცეპტორულ დაბოლოებებს, არამედ ადგილობრივადაც მოქმედებს ქვემოთ მდებარე სტრუქტურებზე. მექანიკური ზემოქმედება აძლიერებს სისხლის და ლიმფური ნაკადების მოძრაობას, აგრეთვე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამომუშავებას.
შედეგად, მიიღწევა შემდეგი ეფექტები: მასტიმულირებელი ზემოქმედება საერთო იმუნიტეტზე, შინაგან ორგანოებში სისხლის მოძრაობის აქტიურობის ამაღლება, კუნთის სპაზმის მოხსნა, ფუნქციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება გადატანილი ტრავმების და დაავადებების შემდეგ, ტანდეგობის ნორმალიზაცია; მაღლდება ზოგადი განწყობა.
• პოსტ-ტრავმული;
• პოსტ-ინსულტური პერიოდი;
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ზურგის ტკივილები;
• ოსტეოქონდროზი;
• სქოლიოზი, კიფოზი, ბრტყელტერფიანობა;
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
• ონკოლოგიური დაავადებები განვითარების ნებისმიერ სტადიაზე;
• ფსიქიური დარღვევები;
• მწვავე ინფექციური დაავადებები;
• მიოკარდიუმის ინფარქტი;
• გულსისხლძარღვოვანი სისტემის მძიმე დაავადებები;
• ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
მანუალური თერაპიის საფუძველს წარმოადგენს ხერხემლის მკურნალობის უძველესი აღმოსავლური ტექნიკა. იგი იყოფა ქვედანაყოფებად: რბილი ქსოვილების დამუშავების ტექნიკა და სახსრების ტექნიკა, ოსტეოპათიიდან შემოსული სპეციფიური მანიპულაციები და შინაგანი ორგანოების დამუშავება.
მანუალური თერაპიის ამოცანას წარმოადგენს ხერხემლის მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, კუნთების აღდგენის და ტკივილების მოხსნის მიზნით. ასეთი თერაპია ამაღლებს სახსრებისა და რბილი ქსოვილების მოძრაობას, უზრუნველყოფს ორგანიზმის დაბერების პროფილაქტიკას მოძრაობის მოცულობის ზრდის ხარჯზე. შედეგად, მაგრდება კუნთოვანი კორსეტი, უმჯობესდება ტანდეგობა, ქრება ან მცირდება ხერხემლის დეფორმაცია; იხსნება ნერვიული ბოჭკოებისა და სისხლძარღვების კომპრესია.
მანუალური თერაპია აღადგენს ტვინში სისხლის მიმოქცევას და აღმოფხვრის თავის ტკივილებს და გონების დაკარგვას; ხერხემლის კუნთების დაძაბულობის მოხსნა აღადგენს მასში სისხლის მიმოქცევას და სწორ ანატომიას. ეს იძლევა თიაქრების, ოსტეოქონდროზის სიმპტომების მოხსნის შესაძლებლობას. ადამიანისთვის ნორმალური ტანდეგობის დაბრუნებისას ადგილს უბრუნდება მისი შინაგანი ორგანოები, რაც აუმჯობესებს მის საერთო მდგომარეობას და იძლევა კომპრესიასთან დაკავშირებული რიგი დაავადებების მკურნალობის საშუალებას
ოსტეოპათია – ადამიანის სხეულის აღქმის პრინციპი. ოსტეოპათიის სფეროს სპეციალისტები ადამიანის სხეულს განიხილავენ, როგორც ერთიან სამგანზომილებიან კუნთოვან-ძვლოვან, ნერვულ და ფსიქიკურ სისტემას, რომელიც მუდმივად ადაპტირდება გარემოში ყოფნისა და განვითარების ახალ გარემოებებთან. ნებისმიერი დარღვევა ერთ-ერთ ელემენტში, დანარჩენებში იწვევს დისბალანსს. ოსტეოპათია არა მხოლოდ სწრაფად თრგუნავს სიმპტომებს, არამედ სარწმუნოდ განსაზღვრავს დაავადების წარმოშობის მიზეზს, რათა მოახდინოს მისი ლიკვიდაცია. რამდენადაც ღრმად ერკვევა ექიმი ჩვენი ორგანიზმის ანატომიური აგებულების დეტალებში და ფუნქციურ შესაძლებლობებში, იმდენად წარმატებული იქნება პაციენტის მკურნალობის შედეგი.
ვისცერალური მანიპულაცია – ესაა რბილი მანუალური ტექნიკა, რომელიც მუცლის წინა კედლიდან სხვადასხვა მეთოდებით მუცლის ღრუს ორგანოების (ნაწლავები, ღვიძლი, თირკმელები...) გადაადგილების საშუალებით დადებით ზემოქმედებას ახდენს მთელ ორგანიზმზე. ხშირად სხვადასხვა პათოლოგიების წარმოშობის მიზეზს წარმოადგენს ვენური და ლიმფური შეგუბება, სპაზმი, შინაგანი ორგანოების დაწევა. შინაგანი ორგანოების მდებარეობის აღდგენას ნორმის ფარგლებში მოჰყავს მიკროცირკულაცია მათში; ამის შედეგად წესრიგდება მიმოცვლითი პროცესები და ხდება განკურნება ფუნქციონალური დარღვევებისგან. ორგანოების მანუალური კორექცია ნაჩვენებია არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას – რომელთა სპექტრი საკმაოდ ფართოა – დაწყებული ყაბზობით, ქოლეცისტიტებით, პანკრეატიტებით, შეგუბებითი მოვლენებით ღვიძლში და დამთავრებული ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერებით. გარდა ამისა, ეს ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა. რამდენადაც ბევრი არ აქცევს ყურადღებას დაავადებების საწყის სიმპტომებს, მნიშვნელოვანია ჩატარდეს პროფილაქტიკური ვისცერალური მასაჟი, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულებები.
მასაჟის პირველი სეანსი ასევე დიაგნოსტიკურია, კვალიფიცირებულ სპეციალისტს, პირდაპირი გაგებით, შეუძლია პრობლემების დიაგნოსტირება ამა თუ იმ ორგანოებში.