დღეს კავკასიურ იოგაზე ინფორმაცია უკიდურესად მწირია. ერთადერთი ცნობილი წყაროა სტეფან კოლონა ვალევსკის ნაშრომი, სადაც აღწერილია უნიკალური ფსიქოფიზიოლოგიური და სუნთქვითი ვარჯიშების სისტემა — „კავკასიური იოგა“. ის აერთიანებს ენერგეტიკულ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პრაქტიკებს, რომელთა მიზანია ადამიანის ჰარმონიული განვითარება. მიუხედავად ამისა, მისი ეფექტურობა დღემდე დაუდასტურებელია და საჭიროებს თანამედროვე მეცნიერულ კვლევას.
კავკასიური იოგა, სხვა აღმოსავლურ სისტემებთან შედარებით, თითქმის სრულიად უცნობია და მხოლოდ ლეგენდების სახითაა შემორჩენილი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ კავკასიელთა მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ცოდნა შეიცავს ჯანმრთელობისა და თვითგაუმჯობესების ღრმა ფესვებს.
„კლინიკა ჰარმონიაში“ სწორედ ამ მიზნისთვის დავიწყეთ კვლევა — ვალევსკის მიერ აღწერილი პრაქტიკების მეცნიერული გაანალიზება თანამედროვე მედიცინისა და ფსიქოლოგიის საფუძველზე. კვლევების შედეგად დადგინდა:
თავდაპირველი ფორმით ვარჯიშები ყველასთვის შესაფერისი არაა — საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა.
მოუმზადებელმა პრაქტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიოლოგიური ან ემოციური დარღვევები.
აუცილებელია წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი, სადაც თითოეული ადამიანი სწავლობს მისთვის მორგებულ სუნთქვით ტექნიკას.
ჩვენს კვლევებში (89% მონაწილეთა შორის) ასეთი მიდგომა დადებითად აისახა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
ამ საფუძველზე შეიქმნა „კავკასიური იოგას“ სტრუქტურირებული პროგრამა, რომელიც მოიცავს სამ ეტაპს: დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური დავალება, მონიტორინგი და საბოლოო უნივერსალური ალგორითმის ათვისება. ძირითადი კურსი შედგება 12 პრაქტიკული ლექციისგან, რომლებიც ტარდება სამკვირაში ერთხელ — თანამედროვე ცხოვრების ტემპთან შეთავსებით.
ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ავთენტური ცოდნის შენარჩუნება, არამედ მისი მეცნიერული დასაბუთება და უსაფრთხო პრაქტიკაში გადმოტანა — რათა კავკასიურმა იოგამ კვლავ დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი ჯანმრთელობისა და ჰარმონიის კულტურაში.