PRP/CGF-თერაპია

PRP და CGF თერაპია

ეს არის თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმა (ინგლ. platelet-rich plasma). თრომბოციტები წარმოადგენს სისხლის უჯრედებს, რომელთა მთავარი ფუნქციაა ორგანიზმის დაცვა სისხლის დაკარგვისგან. გარდა ამისა, თრომბოციტები გამოყოფენ განსაკუთრებულ მარეგულირებელ ცილებს, რომლებიც აძლიერებს რეგენერაციას – აღდგენით პროცესებს ქსოვილებში.

თრომბოციტებით გამდიდრებულ პლაზმას იღებენ პაციენტის საკუთარი სისხლიდან და სპეციალურ სინჯარაში ხდება ცენტრიფუგირება. ქსოვილებში მოხვედრისას პლაზმა გამოყოფს ცილის ზრდის ფაქტორებს, რაც ახდენს უჯრედული სინთეზის სტიმულირებას.

ზრდის ფაქტორებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ აღდგება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებული ქსოვილები. თუ ზრდის ფაქტორი არაა საკმარისი, მყესებში, იოგებში, თავად სახსრის სტრუქტურებში (მათ შორის ხერხემალში) არსებული დაზიანებები სამუდამოდ ნარჩუნდება. ზრდის ფატორები მოქმედებს უჯრედების დნმ-ზე და ააქტიურებს რეგენერაციულ პროცესებს.

კონცენტრირებული თრომბოციტები ხელახლა სისხლში მოხვედრისას იწყებენ ახალი უჯრედების ზრდის აქტიურ სტიმულირებას. ზრდის ფაქტორების მიმართ მგრძნობიარეა ფიბრობლასტები და კუნთოვანი ბოჭკოები. მათი რაოდენობის ზრდა ამაღლებს სიმკვრივეს და ელასტიურობას, იძლევა საშუალებას, რომ აღდგეს სახსრის და კუნთის სტრუქტურების დაზიანებული უბნები, ამაგრებს თმის ბოლქვს ბუდეში.

PRP-თერაპია – ესაა პროცედურა, რომლის დახმარებითაც ხორციელდება სახსრების, მყესების, იოგების, ძვლოვანი ქსოვილის მკურნალობა. PRP-თერაპიამ ფართო გავრცელება ჰპოვა საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში არა მხოლოდ ოსტეოართროზის მკურნალობისას, არამედ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმული დაზიანების შემთხვევებშიც. პროფესიონალი სპორტსმენები და ცხოვრების აქტიური წესის მიმდევრები ენდობიან PRP-თერაპიას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, რომ დაუბრუნდნენ სპორტს, ხოლო ართროზიან პაციენტებს - რომ აღიდგინონ თავისუფალი მოძრაობის უნარი.

ჩვენებები PRP თერაპიისთვის:

• მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;

• მხარ-ბეჭის პერიართროზი;

• ეპიკონდილიტი;

• აქილევსის მყესების ანთება;

• ქუსლის დეზი;

• სპორტული ტრავმები;

• რეაბილიტაცია ართროსკოპიის შემდეგ.

უკუჩვენებები:

• ნებისმიერი მწვავე ინფექცია, ბაქტერიული თუ ვირუსული;

• ანტიკოაგულანტების გამოყენება;

• ონკოლოგიური დაავადებები;

• ავტოიმუნური დაავადებები;

• ანემია;

• თრომბოციტოპენია.