ოზონოთერაპია

ოზონოთერაპია და მისი გამოყენება

ამჟამად სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი მკურნალობის არამედიკამენტოზური მეთოდების მიმართ. ერთერთ ასეთ მეთოდს წარმოდგენს ოზონის სამკურნალო გამოყენება, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული საზღვარგარეთ და ფეხს იკიდებს ჩვენს ქვეყანაშიც. ოზონოთერაპია არის მკურნალობის, პროფილაქტიკის, რეაბილიტაციის მაღალეფექტური მეთოდი. მას გააჩნია კლინიკური მოქმედების ფართო სპექტრი, გამოირჩევა მარტივი გამოყენებით, პაციენტის მიერ კარგად ატანით და გვერდითი მოვლენების არარსებობით.

კომპლექსურ თერაპიაში ოზონის გამოყენება ამოკლებს მკურნალობის პერიოდს და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.
ოზონის მოლეკულას გააჩნია განსაკუთრებული სტრუქტურა, რომელიც იქმნება ჟანგბადის სამი ატომით, რაც უზრუნველოფს ოზონის მაღალ აქტივობას და დაჟანგვის ძლიერ უნარს. იგი ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის ბაქტერიებს და ვირუსებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჟანგავს და გამოყავს ალერგენები, ქოლესტერინი და ტოქსინები, აუმჯობესებს ქსოვილების კვებას, ამდიდრებს ორგანიზმს ჟანგბადით, აკავებს დაბერების პროცესებს.

ოზონოთერაპია ეფექტურია:

როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი – ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული ეფექტით.

კარდიოლოგიაში – გულსისხლძარღვთა უკმარისობის, გულის იშემიური დაავადების, სტენოკარდიის, არითმიის, ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის მკურნალობისას.

ენდოკრინოლოგიაში – დიაბეტიან ავადმყოფებში სისხლძაღვოვანი გართულებების - ანგიოპათიის დროს (იხსნება ტკივილები კიდურებში).

ნევროლოგიაში – შაკიკის, ვეგეტოდისტონიის, ენცეფალოპათიების დროს, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას და ხერხემლის, ოსტეოქონდროზის დროს. 

გინეკოლოგიაში – სხვადასხვა წარმოშობის ანთებითი პროცესების დროს, კლიმაქტერულ პერიოდში და ორსულებში.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს – შრომისუნარიანობის ამაღლებისთვის გონებრივი და ფიზიკური დატვირთვისას, წონის ნორმალიზაციისთვის.

კოსმეტოლოგიაში – აკნეს დროს,კანის ბუნებრივი სილამაზისა და ჯანმრთელობის აღსადგენად.