სამკურნალო-აღდგენითი კომპლექსი – ეს არის პასუხი მაღალი სირთულის საექიმო ამოცანაზე: უზრუნველყოფილ იქნას მაღალი თერაპიული ეფექტურობა ფართო სიმპტომოკომპლექსისპირობებში, მნიშვნელოვანი რეგულაციური დარღვევების შემთხვევაში; იმავდროულად, იგი იცავს ავადმყოფის ორგანიზმს დამაზიანებელი ნივთიერებებისგან შეყვანისგან.
არასპეციფიურ რეაქციებზე კომპლექსური ზემოქმედების გზით ხდება გაჯანსაღების ბიოფიზიკური და ფიზიოლოგიური პროცესების ფორმირება. ისინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ცნს-ის მარეგულირებელ და ინტელექტუალურ ფუნქციას, სისხლის ბიოქიმიას, სისხლწარმოქმნას, მიკროცირკულაციას და ზოგად ჰემოდინამიკას, აღადგენენ ღვიძლის ფერმენტების სინთეზს, ნაწლავების მიკროფლორას, ანეიტრალებენ ქსოვილების აციდოზს, ახდენენ მეტაბოლიზმის ნორმალიზებას. ამგვარად, ექიმის ხელთაა ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ავადმყოფის ჯანმრთელობის აღდგენის შესაძლებლობას რთული პათოლოგიების შემთხვევაში.
ფომინის მეთოდით ურთიერთშეთანხმებული ზემოქმედებისას ხდება სასიკეთო ცვლილებები სხვადასხვა დონეზე:
• ორგანიზმის ქსოვილების ტრანსკუტანური დეტოქსიკაცია, თავისუფალი რადიკალების აქტივობის და ნებისმიერი ლოკალიზაციის ანთებითი რეაქციების დათრგუნვა, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის და მეტაბოლური რეაქციების ნორმალიზება უჯრედებში, გარე და შიდა დამაზიანებელი ფაქტორებისადმი ქსოვილების მედეგობის ამაღლება.
• ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზაცია, ორგანოების ფუნქციების აღდგენა, სპაზმების მოხსნა, მიკროცირკულაციის გაუმჯობესება, ლითოლიტური პროცესების სტიმულირება, კელოიდური ნაწიბურების გაწოვა, სიმსივნური უჯრედების შერჩევითი ლიზისი, ანთებითი პროცესების უკუსვლა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა რადიკულიტი, ართრიტი, ნევრალგია, ქრონიკული პროსტატიტი, ქრონიკული ენდომეტრიტი, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ.
• მალების უმტკივნეულო რეპოზიცირება და ხერხემლის სვეტის, მთლიანად საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციების აღდგენა, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, სქოლიოზის, ართროზის, მიოზიტის და მალთაშუა დისკების თიაქრის მქონე ავადმყოფების რეაბილიტაცია.
• ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულატორული მექანიზმების, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარის ამაღლება, ჰემოდინამიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება.
• ზედაპირულ და ღრმა ქსოვილებში ტკივილებისა და სპაზმების მოხსნა, ქსოვილების ტურგორის, მეტაბოლიზმისა და ლიმფოდრენაჟის გაუმჯობესება.
• სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების – ბრონქიტები, ბრონქოპნევმონიები, ბრონქიალური ასთმა, ემფიზემა - მკურნალობა და რეაბილიტაცია, ფილტვის პოსტ-კოვიდური ფიბროზული დაზიანებების აღდგენა-რეაბილიტაცია.