პროლოთერაპია

პროლოთერაპია თბილისში

სასწაული თუ გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ათეულობით წლების განმავლობაში გამოყენებას და სამეცნიერო კვლევებს.

პროლოთერაპია – ესაა ინექციური მეთოდი, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ორგანიზმში შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურის აღსადგენად. შეგახსენებთ, რომ ყველა იოგები, მყესები, სახსრის-შიდა ხრტილი შედგება შემაერთებელი ქსოვილისგან.

პროლოთერაპიის მეთოდი არ ითვალისწინებს რაიმე სახის ბიოლოგიური ელემენტების (სისხლის, ქსოვილის უჯრედები და ა.შ.) გამოყენებას. ძირითადი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება პროლოთერაპიაში, არის მაღალკონცენტრირებული გლუკოზის ხსნარი და მაღალ კონცეტრირებული ნატრიუმის ბიკარბონატი. მაღალი კონცენტრაციის გლუკოზის ხსნარის შეყვანა იწვევს რამდენიმე საოცარ, მეცნიერულად დადასტურებულ ეფექტს:

1. ზრდის ფაქტორების (ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმის სტრუქტურების ნებისმიერი დაზიანების აღდგენას) გამომუშავების მკვეთრი ზრდა. ვითარდება 20 წუთიდან 10 დღემდე პერიოდში.

2. დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის კასკადის აქტივიზაცია. იწყება პროცედურების დაწყებიდან 10 დღეშიდა გრძელდება 3-6 თვემდე.

3. ლოკალური მიკროტრავმის ეფექტი (მიიღება ზუსტად განსაზღვრულ ანატომიურ არეებში ნემსისშეყვანით), რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული სტრუქტურების აღდგენას. ვლინდება 20 წუთიდან 10 დღემდე ვადაში.

4. იმ ადგილობრივი ნერვული ბოჭკოების ფუნქციის აღდგენა, რომლებიც ტკივილის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ვლინდება უკვე 2-5 წამის შემდეგ და გრძელდება 2 დღემდე.

პროლოთერაპიის მეთოდი შესანიშნავად მუშაობს ნებისმიერი ლოკაციის მყესების, იოგების, მათ შორის ხერხემლის დაავადებებისას. მეთოდი ეფექტურია ნებისმიერი ლოკალიზაციის სახსრების დაზიანებული ხრტილის აღსადგენადაც. პროლოთერაპია კარგ შედეგებს იძლევა ხერხემლის ნებისმიერი ნაწილის ტკივილების მართვისას.

პროლოთერაპიის ჩატარება შეიძლება ნებისმიერ ასაკში.

უკუჩვენება შეიძლება იყოს კანის დაზიანება მანიპულაციის ჩატარების ადგილზე, სხეულის მაღალი ტემპერატურა პროცედურის ჩატარების მომენტში.

მაღალკონცენტრირებული გლუკოზის ვენისშიდა შეყვანა არ ცვლის სისხლში გლუკოზის დონეს და არ არღვევს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის რეჟიმს.

მრავალრიცხვოვანი სამეცნიერო კვლევების მონაცემები გვიჩვენებს, რომ აღდგენითი პროცესი ინდივიდუალურია. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული მეთოდი გამოიყენება, როგორც ტკივილების ინტენსივობის თანდათანობით შემცირების და ავადმყოფი სახსრის, მყესის ფიზიკური შესაძლებლობების თანდათანობით ამაღლების საშუალება. მათ კი, ვისაც სურს სწრაფი ეფექტის მიღება, ვურჩევთ კომპლექსური აღდგენითი თერაპიის ჩატარებას.