სიახლეები

Copy of Copy of Copy of Medical Service (825 x 400 px) (1).png

PRP თერაპია – ეფექტური პროცედურა ნევროლოგიაში


24-11-2025

PRP თერაპია (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) — ეფექტური მეთოდია მწვავე და ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში. იგი ეფუძნება ორგანიზმის უჯრედული იმუნიტეტის გააქტიურებას პაციენტისავე თრომბოციტების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.

PRP თერაპია (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა) — ეფექტური მეთოდია მწვავე და ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში. იგი ეფუძნება ორგანიზმის უჯრედული იმუნიტეტის გააქტიურებას პაციენტისავე თრომბოციტების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.


როდის ჩავიტაროთ PRP თერაპია?
ცერვიკალგია, ლუმბალგია, თორაკალგია (ხერხემლის დორსოპათია)
ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სპონდილოართროზი და ხერხემლის სხვა დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები
მალთაშუა დისკის თიაქრები და პროტრუზიები
თავის ტკივილები, თავბრუსხვევა
კიდურების ნევროპათიები და პერიფერიული ნერვების ანთებითი პროცესები
ხერხემლისა და კიდურების ტრავმების ან ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაცია
ინსულტის შემდგომი აღდგენის ეტაპი
ანკლოზური სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადება) დროს გამოიყენება, როგორც დამხმარე მეთოდი.


როგორ მოქმედებს PRP თერაპია
თრომბოციტები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით — ჰორმონებით, ვიტამინებითა და ცილებით.
როცა ისინი აქტიურდება, იწყება ბუნებრივი აღდგენითი პროცესები:
ანთების შემცირება, ქსოვილების რეგენერაცია და ტკივილის შემსუბუქება.

ხშირად პირველივე სეანსის შემდეგ შეინიშნება გაუმჯობესება.


როგორ ტარდება PRP თერაპია
პაციენტისგან ვიღებთ 8–64 მლ სისხლს — მოცულობას ექიმი-ნევროლოგი განსაზღვრავს.
შემდეგ სისხლი თავსდება ცენტრიფუგაში და მიიღება 4–32 მლ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა (PRP).

მიღებული PRP თავსდება LUER-LOCK ტიპის სპეციალურ შპრიცებში ულტრათხელ, ლაზერული სიმკვეთრის ნემსებით — მაქსიმალური კომფორტისთვის.
ინექციები ტარდება ხერხემლის მახლობლად ან უშუალოდ მტკივნეულ ზონებში.

კურსი ჩვეულებრივ მოიცავს 1–3 სეანსს, თვეში ორჯერ.


PRP თერაპიის სარგებელი ნევროლოგიაში
ამცირებს ანთებას
ანელებს ფიბროზისა და სპაიკების განვითარებას
ასტიმულირებს სისხლძარღვების ზრდას
ხელს უწყობს პერიფერიული ნერვული უჯრედების აღდგენას
აუმჯობესებს ქსოვილების ჟანგბადმომარაგებას
ამცირებს ტკივილს
ხელს უწყობს დისკის თიაქრებისა და პროტრუზიების რეგრესს
აღადგენს მოძრაობის მოცულობას
ახანგრძლივებს რემისიის პერიოდს ქრონიკული დაავადებების დროს

როგორ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი
PRP სეანსამდე:

2 კვირით ადრე — თავი აარიდეთ ანტიკოაგულანტებს (ექიმის ნებართვით)
7 დღით ადრე — ალკოჰოლისა და მოწევისგან თავის შეკავება; სტრესისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (იბუპროფენი, დიკლოფენაკი) არ გამოყენება
მეტი ბოსტნეული და ხილი, ნაკლები ცხოველური ცხიმი
PRP სეანსის შემდეგ:

კურსის განმავლობაში არ შეიძლება ძალოვანი ვარჯიში
პროცედურის დღეს — ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა
1 კვირის განმავლობაში — არ უნდა გადაიტვირთოს ინექციის ადგილი

ჩაეწერეთ კონსულტაციაზე

მობილური: +995 599 610 205
მოგვწერეთ: Facebook | Instagram
ელ.ფოსტა: clinicharmony.tb@gmail.com

სერვისები

სიახლეები

ოზონოთერაპია - 10 მნიშვნელოვანი სარგებელი
18-08-2025

ოზონოთერაპია არის დამატებითი მკურნალობა, რომელიც ოზონის გაზს (O3) იყენებს თერაპიული მიზნებისთვის. ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. წარმოგიდგენთ ათ მიმართულებას, სადაც ოზონოთერაპია დადასტურებულად სასარგებლოა.