პოსტ-COVID თერაპია

პოსტკოვიდურ პერიოდში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გართულებების მიზეზები და მართვა

ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გადატანის შემდეგ (თუნდაც უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს), თითქმის ყოველ მეორეს აღენიშნება სახსრების, კუნთების და ხერხემლის არეში ტკივილები.

ტკივილის გამოვლინება არის სხვადასხვა ხასიათის, ზოგ შემთხვევაში ეს არის ხანგრძლივი და ყრუ ტკივილის შეგრძნება, რომელიც ცხოვრების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს. ხშირ შემთხვევაში კი გამოვლენილია მწვავე მიმდინარეობა. აღნიშნული გართულებები დიდ, უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოემოციურ დონეზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტებმა მიმართონ სპეციალისტებს. დაუშვებელია თვითმკურნალობის გზით აღნიშნული პრობლების მართვა ან იმის იმედად ყოფნა, რომ ეს პრობლემა დროში თვითონ მოგვარდება.

რა მიზეზებით ზიანდება კოვიდის შემდგომ სახსრები და კუნთები?

• კორონავირუსის აქტივობის პერიოდში ორგანიზმი მობილიზებულია თავისი დაცვითი მექანიზმებით კორონავირუსთან საბრძოლველად, რის გამოც აკლდება კვება მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას და ის განიცდის „საშენი მასალის“ დეფიციტს.

• როცა ორგანიზმში ვირუსი კვდება, ის არსად არ მიდის, უკვალოდ არ ქრება. ის იშლება ჩვენს ორგანიზმში გარკვეულ ტოქსინებად, ანუ შხამებად და ხდება ქსოვილებში მათი დაგროვება და ანთებითი პროცესის წარმოქმნა.

• კოვიდის პერიოდში პაციენტების ნაკლები ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კოვიდის შემდგომი გართულებების კიდევ უფრო გართულებას.

• პაციენტებში სადაც არის წარბი წონა და ქრონიკული დაავადებები უფრო მეტად გამოხატულია ამ ტიპის გართულებები.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გართულებების მართვა პოსტკოვიდურ პერიოდში

• არ მივმართავთ თვითმკურნალობას.ვინაიდან მედიკამენტების თვითნებურად დანიშვნამ შესაძლებელია გაურკვეველი რეაქციები გამოიწვიოს. 

• მაღალეფექტურია გამოყენებული იქნას, როგორც ბალნეოლოგიური ასევე ფართო სპექტრის ფიზიოთერაპიული მკურნალობა. რაც სპეციალისტის მიერ უნდა იყოს დანიშნული.

• ძალზედ მნიშვნელოვანია პოსტკოვიდური რეაბილიტაციის პერიოდში მოხდეს ინდივიდუალურად სამკურნალო აღდგენითი ვარჯიშების ჩატარება, რომელიც იქნება ეტაპობრივად მართული პროფესიონალი მეთოდისტების მიერ.

კლინიკა ჰარმონიაში შემუშავებულია პოსტკოვიდური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გართულებების მაღალეფექტური მეთოდებით მართვა, როგორიცაა:

ოზონოთერაპია;

ფომინის კომპლექსური აღდგენითი მეთოდი;

• ფართე სპექტრის ფიზიოთერაპია;

PRP-თერაპია, PROLO-თერაპია;

სამკურნალო მასაჟი და ვარჯიში.

კომპლექსური მიდგომა იძლევა მოკლე დროში ეფექტურ კლინიკურ შედეგებს. კლინიკა ჰარმონია გისურვებთ ჯანმრთელობის აღდგენას და სრულ ჰარმონიას!